მესი რონალდუს წინააღმდეგ - კომპონენტი, რომელშიც არგენტინელი 2007 წლიდან პირველია
ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს ეჯიბრებიან გატანილი გოლების, გუნდური და ინდივიდუალური ტიტულების რაოდენობაში, თუმცა საგოლე პასების მხრივ არგენტინელი ბევრად წინ არის.
უკვე 14 სეზონია, რაც ლეო აკეთებს პორტუგალიელ თავდამსხმელზე მეტ ასისტს, აღნიშნული სტატისტიკა Opta-მ მოგვაწოდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა "პსჟ"-ს ფორვარდს აჯობა მხოლოდ 2006/2007 წლის სეზონში, 24:5.
იმის შემდეგ, დომინირებს უკვე სამხრეთ ამერიკელი ფორვარდი, რომელმაც ჯამში გააკეთა 349 საგოლე გადაცემა, მაშინ, როდესაც ტურინის "ეშმაკუნების" 7-იანმა 226.
როგორც ვხედავთ, "პარი სენ-ჟერმენის" 30-ე ნომერი და პირენეელი შემტევი ყველაზე ახლოს ერთმანეთთან იყვნენ 2009/2010 წლის სეზონში, 13:12 ისევ და ისევ "უცხოპლანეტელის" სასარგებლოდ. ვნახოთ, რა იქნება ამ სეზონში.