ავტორიზაცია

ცნობილი გახდა რონალდუს იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერის დეტალები

ცნობილი გახდა რონალდუს იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერის დეტალები
თარიღი 06 სექ 2021, 22:09

ცნობილი გახდა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრანსფერის დეტალები, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

ინგლისური კლუბი 36 წლის პორტუგალიელში 15 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა ხუთ ნაწილად - 3 მილიონი ყოველწლიურად 2026 წლამდე.

აგრეთვე, შეთანხმებაში გათვალისწინებულია საერთო ჯამში 8 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები. სავარაუდოდ, რონალდუ 5 მილიონის მოთხოვნებს შეასრულებს, აი დანარჩენ 3 მილიონთან დაკავშირებული პირობების დაკმაყოფილება საეჭვოა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიშტიანუს დაბრუნება 27 აგვისტოს დაადასტურა. იგი "ეშმაკუნების" ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდეც იცავდა. მანიკუნიანელთა რიგებში მან პრემიერ ლიგა 3-ჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა.

2018 წლიდან ფორვარდი ტურინის "იუვენტუსში" ირიცხებოდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 133 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 101 გოლი გაიტანა.