"ცოტა დაკარგული ჩანდა", - სერხიო აგუერომ პსჟ-ში ლეო მესის დებიუტი შეაფასა
"ბარსელონას" ფორვარდმა, სერხიო აგუერომ "პსჟ"-ს მაისურით კატალონიელთა ექს-თავდამსხმელის, ლიონელ მესის დებიუტზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზელთა მაისურით ლიგა 1-ის მე-4 ტურში "რეიმსთან" (2:0) გამართულ მატჩში მოგვევლინა მინდორზე.
მესი მოედანზე 66-ე წუთზე ნეიმარის ნაცვლად გამოჩნდა და თავი გოლით ან შედეგიანი გადაცემით არ გამოუჩენია.
"ცოტა დაკარგული ჩანდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ბურთს იღებდა, კარგად მოქმედებდა", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს Diario Sport.
შეგახსენებთ, თავად სერხიო "ლურჯ-ბროწეულისფრებს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, მესისთან ერთად თამაშის იმედით, რომელიც გაუცრუვდა.
აგუერო ბარსაში არაერთ დაბრკოლებას წააწყდა — ადაპტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობს