ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფრანკ რიბერი კარიერას სერია ა-ს გუნდში გააგრძელებს

ოფიციალურად: ფრანკ რიბერი კარიერას სერია ა-ს გუნდში გააგრძელებს
თარიღი 06 სექ 2021, 23:39

"ბაიერნისა" და "ფიორენტინას" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა.

როგორც აღინიშნება, 38 წლის ფრანგი იტალიური კლუბის ფეხბურთელის რანგში უკვე ოფიციალურად წარადგინეს.

აქამდე გავრცელებული ცნობით, რიბერის კონტრაქტი ერთ წელზე იქნება გათვლილი, 1,5 მილიონ ევროიანი ხელფასით.

ბოლო ორი სეზონი გამოცდილმა შემტევმა "ფიორენტინაში" გაატარა. სერია ა-ს გასულ გათამაშებაში ფრანკმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი შეაგდო და ექვსი საგოლე პასი გააკეთა.

სეზონის დასრულების შემდეგ, "იებმა" რიბერის ახალი კონტრაქტი აღარ შესთავაზეს.

შეგახსენებთ, "სალერნიტანა" სერია ა-ს დებიუტანტია. პირველ ორ ტურში გუნდმა ერთი ქულაც კი ვერ აიღო.

"რიბერიმ მომწერა", - ჟერომ ბოატენგმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა არჩევნის ლიონზე შეჩერება