ავტორიზაცია

პიკე: "ბართომეუ ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია"

პიკე: "ბართომეუ ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტია"
თარიღი 07 Sep 2021, 10:26

„ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

ხოსეპ მარია ბართომეუ გუნდის პრეზიდენტის თანამდებობიდან ერთი წლის წინ გადადგა, თუმცა მისი მმართველობის დროს შექმნილი პრობლემების მოგვარებას კლუბი დღემდე ცდილობს.

„ზუსტად ვერ ვიტყვი, არის თუ არა ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი. თუმცა, რასაც მე მოვესწარი, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნამდვილად არის. დამნაშავეები ყველანი ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბი არ წავიდა ისე, როგორც ამას ყველა კატალონიელი ისურვებდა. ახლა მე უფრო იმედიანად ვარ. შემდეგი 5-10 წელი „ბარსელონასთვის“ ძალიან კარგი იქნება.

მწვრთნელი? ლაპორტას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი კუმანზე შეაჩერა და ამ ეტაპისთვის ის იდეალური მწვრთნელია.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს ესპანური გამოცემა Marca.