ავტორიზაცია

ლეროი სანე ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს - ფეხბურთელისთვის სამი კლუბი იბრძოლებს

ლეროი სანე ზამთარში შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს - ფეხბურთელისთვის სამი კლუბი იბრძოლებს
თარიღი 07 სექ 2021, 10:35

„ბაიერნის“ შემტევი ლეროი სანე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

talkSPORT-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი ზამთარში კლუბის შეცვლის ვარიანტს აქტიურად განიხილავს.

სანეს მიმართ ინტერესს „არსენალი“, „ჩელსი“ და „ტოტენჰემი“ იჩენენ, თუმცა ფავორიტებად „პენსიონერები“ გვევლინებიან, რადგან ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, რაც სანესთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ბაიერნში“ სანე გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის სტატუსით გადადიოდა, თუმცა ფაქტია რომ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ხშირად, მას „ალიანც არენაზე“ შეკრებილი პუბლიკაც კი უსტვენს.

2016-2020 წლებში სანე პრემიერ ლიგაში „სიტის“ მაისურით ასპარეზობდა, საიდანაც „შალკედან“ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.

პორტალი Transfermarkt სანეს 60 მილიონ ევროდ აფასებს.