"ყველაფერზე კონტროლი სურდა", - პიკემ აღიარა, რომ ბარსელონას დატოვება გვარდიოლას გამო უნდოდა
„ბარსელონას“ 34 წლის მცველმა ჟერარ პიკემ, ხოსეპ გვარდიოლას მუშაობის პერიოდი გაიხსენა, რომელიც გუნდში 2008-2012 წლებში მოღვაწეობდა.
ესპანელი სპეციალისტი „ბლაუგრანას“ ისტორიაში ერთ-რეთ საუკეთესო სპეციალისტად მოიაზრება, 4 წელიწადში მან გუნდს 14 ტიტული მოაგებინა, საიდანაც 3 ლა ლიგაა და 2 ჩემპიონთა ლიგა.
„გვარდიოლასთან და მთლიანად გასახდელთან დაძაბულობის კრიტიკულ წერტილამდე მივედით. მოურინიოს თემა უკვე ძალიან დამღლელი იყო და ყველას სერიოზულად ტანჯავდა.
ხოსეპს ყველაფერზე აბსოლუტური კონტროლი სურდა, რაც ხდებოდა.
მე შაკირასთან დავიწყე ურთიერთობა და მასთან ურთიერთობა შემეცვალა - იქამდე, იდეალურად ვუგებდით ერთმანეთს. თუმცა, მას შემდეგ ჩემზე დიდი ზეწოლა მოდიოდა და ნებისმიერ მომენტს შეიძლებოდა გავენადგურებინე, ამიტომ 2011/2012-სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის დატოვებაზე ვფიქრობდი.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.