ავტორიზაცია

ლაპორტა: "ბარსელონას რამდენიმე ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს"

ლაპორტა: "ბარსელონას რამდენიმე ხელშეუხებელი ფეხბურთელი ჰყავს"
თარიღი 07 Sep 2021, 12:56

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ დაასახელა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც მისი კლუბი არაფრის ფასად არ გაყიდის. კატალონიელის განცხადება ასეთია:

"ბარსელონას ჰყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლის გაყიდვა კლუბისთვის პრიორიტეტია, თუმცა ჩვენ არასდროს გავასხვისებთ დე იონგს, პედრისა და ფატის. ისინი ხელშეუხებლები არიან.

აღნიშნული სამეული წარმოადგენს კატალონიური კლუბის მომავალს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეების გუნდში ყოფნა".

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბლაუგრანა" დატოვა ლიონელ მესიმ, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარი სენ-ჟერმენს" მიაშურა.