ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ავთანდილ ხურციძე რინგზე საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს

მიზეზი, რის გამოც ავთანდილ ხურციძე რინგზე საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს
თარიღი 07 Sep 2021, 13:27

ავთანდილ ხურციძე ციხიდან გამოვა 14 სექტემბერს, ამის შესახებ თავად მოკრივემ განაცხადა. ქართველი სპორტსმენი ემზადება რინგზე დაბრუნებისთვის, თუმცა საქართველოს სახელით ის აღარ გამოვა.

აღნიშნული ფაქტი დაადასტურა "ჩაქუჩას" დედამ, მაყვალა ხურციძემ - "ვესაუბრე და მითხრა, რომ 14 სექტემბერს გამოვალო. მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა.

ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ხელისუფლებაზე, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემს შვილს დახმარებოდნენ.

ციხეს ავთო მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს", - განაცხადა 42-წლის მებრძოლის მშობელმა დედამ.

შეგახსენებთ, რომ ხურციძე 2017 წელს დააკავეს. ქართველ მოკრივეს ბრალად ედებოდა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი, ორგანიზებული დანაშაული და რეკეტი.