ავტორიზაცია

ლივერპულის მთავარი სამიზნე ზამთარში ტრაორე იქნება

ლივერპულის მთავარი სამიზნე ზამთარში ტრაორე იქნება
თარიღი 07 სექ 2021, 15:41

Sky Sports-ის თანახმად, "ლივერპულის" მთავარი სამიზნე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იქნება "ვულვერჰემპტონის" ლიდერი, ადამა ტრაორე.

ესპანელი შემტევის ტრანსფერზე პერსონალურად მუშაობს იურგენ კლოპი, რომელიც მისი თამაშის სტილის დიდი თაყვანისმცემელია. გერმანელ ტაქტიკოსს მიაჩნია, რომ "უონდერერსის" ვინგერი მერსისაიდელთა თავდასხმაში მეტ კრეატივს შემოიტანს.

"ვულვზი" არ არის პირენეელი გარემარბის გაშვების წინააღმდეგი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე მოთხოვნილ 30 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

25-წლის ფლანგელი "მგლებში" თამაშობს 2018 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 135 შეხვედრაში მან 10 გოლი გაიტანა. აქვე დავამატებთ, წარმოშობით მალელი შემტევი "ბარსას" აკადემიის აღზრდილია.