რუბინის ფეხბურთელი: "ხვიჩას ვეხუმრებოდით, მალე ჰარი კეინთან ერთად ითამაშებო"
ყაზანის "რუბინის" მცველი გეორგი ზოტოვი მის ქართველ თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"სატრანსფერო ჭორების გავლენა რუბინზე? ბევრი რამ პრესაში ძალიან გაზვიადებული იყო. ჭორებს გუნდზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა შესაძლოა გარკვეულ მოთამაშეებზე მოახდინა.
სინამდვილეში, არაფერი მოასწავლებდა იმას, რომ ვინმე წავიდოდა. ავიღოთ ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი:
პრესა მუდმივად წერდა, რომ ხვიჩას შეძენით იუვენტუსი, ტოტენჰემი და სხვა დიდი კლუბები ინტერესდებოდნენ. მას ხშირად ვეხუმებოდით, მალე ჰარი კეინთან ითამაშებო.
პირადად მე, მიხარია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან რჩება. დარწმუნებული ვარ, ის იგივე დონეზე თამაშს გააგრძელებს და ტოპ კლუბები აუცილებლად წაიყვანენ", - განაცხადა ზოტოვმა.