ავტორიზაცია

როგორია საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ჩაკვე-კვარასთან ერთად და მათ გარეშე?

როგორია საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ჩაკვე-კვარასთან ერთად და მათ გარეშე?
თარიღი 07 სექ 2021, 16:07

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი ჩაატარა და ორივე წააგო - კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან კი 4:0.

ამ მატჩებში ეროვნულ ნაკრებს ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა.

ტრავმა ახლადმოშუშებულმა ჩაკვეტაძემ კი მოედანზე ჩართვა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლო და ის ჯერ მხოლოდ ფორმით აღდგენის პროცესშია.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ფეხბურთელების გარეშე, საქართველოს ნაკრებს გოლის გატანა კი არა, შეტევის შექმნაც უჭირს.

გთავაზობთ სტატისტიკას, თუ როგორია საქართველოს ნაკრების მატჩები მაშინ, როცა ძირითადში ჩაკვე ან კვარა არიან და როგორია მათ გარეშე.