ავტორიზაცია

ჩელსი და რუდიგერი შეთანხმებისგან შორს არიან - ფეხბურთელი უფასოდ წავა?!

ჩელსი და რუდიგერი შეთანხმებისგან შორს არიან - ფეხბურთელი უფასოდ წავა?!
თარიღი 07 სექ 2021, 22:59

ლონდონის „ჩელსი“ და ანტონიო რუდიგერი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

Eurosport-ის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელფასზე საკმაოდ დიდი უთანხმოებაა. ამჟამად, გერმანელი „ჩელსიში“ კვირაში დაახლოებით 150 ათას ფუნტს იღებს და 230 ათასამდე სურს გაზრდა.

ჯერჯერობით, „ჩელსი“ არ არის მზად, ფეხბურთელს ეს ფინანსური მოთხოვნები დაუკმაყოფილოს, რის გამოც რუდიგერი კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების ვარიანტებს განიხილავს, საიდანაც ერთ-ერთი - „პარი სენ-ჟერმენია“.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი თანამემამულეზე სამომავლოდ იმედებს ამყარებს და სურს, რომ ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩეს, თუმცა თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა, რუდიგერი გუნდს მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება.

გასულ ზაფხულს, რუდიგერის სახელს მადრიდის „რეალსაც“ უკავშირებდნენ, რომელმაც ერთი თვის მონაკვეთში ჯერ სერხიო რამოსი დაკარგა და შემდეგ - რაფაელ ვარანიც.