ავტორიზაცია

რა დაუჯდება ატლეტიკოს გრიზმანის ტრანსფერი და რა შემთხვევაში გააქტიურდება აუცილებელი გამოსყიდვის პუნქტი?

რა დაუჯდება ატლეტიკოს გრიზმანის ტრანსფერი და რა შემთხვევაში გააქტიურდება აუცილებელი გამოსყიდვის პუნქტი?
თარიღი 08 Sep 2021, 11:01

ცნობილი გახდა "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის "ატლეტიკოში" ტრანსფერის ახალი დეტალები.

ასე ად ამგვარად, "ბლაუგრანამ" დაადასტურა, რომ საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, "როხიბლანკო" ვალდებული იქნება 30 წლის ფრანგის კონტრაქტი შეისყიდოს.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, აღნიშნული პუნქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ გრიზმანი ჩაატარებს შესაბამისი ოდენობის მატჩებს, უფრო კონკრეტულად კი საერთო რაოდენობის მინიმუმ ნახევარს.

გარდა ამისა, მადრიდელებს გამოცდილი ფორვარდის შესყიდვა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, არენდა კი ერთწლიანია, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ატლეტიკო" "ბარსას" გრიზმანის იჯარაში 10 მილიონ ევროს გადაუხდის, შესყიდვა კი 40 მილიონი დაუჯდება.

როგორც ვხედავთ, ფრანგი თავდამსხმელის აუცილებელი გამოსყიდვა აქტუალური იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ის მადრიდელთა შეხვედრების საერთო რაოდენობის მინიმუმ ნახევარს ჩაატარებს. აუცილებელი გამოსყიდვა კი კატალონიელთა ბიუჯეტის 40 მილიონით შევსებას გულისხმობს.