"ვარანი მანჩესტერს გამარჯვების მენტალიტეტს დაუბრუნებს", - მაგუაირი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ჰარი მაგუაირმა მადრიდის "რეალიდან" უკანახაზელ რაფაელ ვარანის დამატებაზე განცხადება გააკეთა.
"ყველამ დაინახა, თუ რა მოიგო მთელი კარიერის მანძილზე. საუკეთესო გუნდებში ითამაშა: საფრანგეთის ნაკრებში, "რეალში". აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო".
"მანჩესტერ იუნაიტედს" იგი გამარჯვებულის მენტალიტეტს მოუტანს. ამავდროულად, მას გამორჩეული საფეხბურთო შესაძლებლობები აქვს. აუცილებლად გააძლიერებს ჩვენს დაცვას", - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს The Guardian.
28 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა "ეშმაკუნებთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2025 წლის ივნისამდე დარჩება.