ავტორიზაცია

გრიზმანი პლატინის დაეწია - რა მდგომარეობაა საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა 10-ეულში?

გრიზმანი პლატინის დაეწია - რა მდგომარეობაა საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა 10-ეულში?
თარიღი 08 Sep 2021, 12:01

ფინეთის კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, ანტუან გრიზმანს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში უკვე 41 გოლი დაუგროვდა. "მამლების" თავდამსხმელი ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ მიშელ პლატინის დაეწია.

ტურინის "იუვენტუსის" საკულტო შემტევი ნახევარმცველი და მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი იყოფენ მესამე ადგილს, მათზე წინ არის მხოლოდ ორი მოთამაშე: ტიერი ანრი და ოლივიე ჟირუ.

აქვე დავამატებთ, რომ "ლურჯების" შვიდიანს აღნიშნული შედეგის მისაღწევად 2014 წლის შემდეგ, 98 შეხვედრა დასჭირდა. ცნობისთვის, "ბებერი ქალბატონის" ეპოქალურ 10-იანს კი "სამფეროვნებში" სულ რაღაც 71 მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, წარმოშობით გერმანელი შემტევი პლატინის უკვე დაეწია და არაა გამორიცხული, რომ ის კიდევ უფრო შორს წავიდეს. საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო გოლეადორთა 10-ეული კი ასეთია:

1. ტიერი ანრი - 52 გოლი

2. ოლივიე ჟირუ - 46 გოლი

3. მიშელ პლატინი - 41 გოლი

4. ანტუან გრიზმანი - 41 გოლი

5. დავიდ ტრეზეგე - 34 გოლი

6. ზინედინ ზიდანი - 31 გოლი

7. კარიმ ბენზემა - 31 გოლი

8. ჟუსტ ფონტენი - 30 გოლი

9. ჟან-პიერ პაპენი - 30 გოლი

10. იური ჯორკაეფი - 28 გოლი