"სხვა კლუბების ფული არ მაინტერესებს, მე ოცნების ასრულება მინდოდა", - რეალის ახალწვეული
მადრიდის „რეალმა“ ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა წარადგინა.
გუნდში პირველი ვარჯიშისა და შემდეგ 25-ნომრიანი მაისურით პრეზენტაციის შემდეგ, კამავინგამ ინტერვიუც ჩაწერა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, „რეალში“ თამაში მართლა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მე ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ.
ვიცოდი, რომ ერთ დღესაც „რეალში“ ვითამაშებდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოჯახთან ერთად შექმნილი პრობლემები გამოვიარე და დღეს აქ ვარ.
აქ სასწავლად მოვედი, ასევე მწვრთნელს უნდა დავანახო რომ მზად ვარ, თავდაუზოგავად ვიმუშავო, რათა საკმარისი წუთები მივიღო და სათამაშო დროით ვისიამოვნო.
ომის გამოვლა მომიწია, რამაც გამაძლიერა. ჩემი ოჯახი ძალიან დამეხმარა და როცა ვთამაშობ, ამას მათ შორის მათთვისაც ვაკეთებ. ამ სირთულეებმა გამაძლიერა.
ფული? ეს მთავარი ფაქტორი არ არის, პირველ რიგში ოცნების ასრულება მინდოდა. როცა გავიგე, რომ „რეალში“ გადასვლა შემეძლო, ორჯერ აღარ დავფიქრებულვარ, ეს პირდაპირ გავაკეთე.
დაცვის წინ თამაში მიყვარს, მაგრამ წინ წასვლაც შემიძლია. სხვადასხვანაირ სათამაშო სტილს და პოზიციებს მოვერგები. სადაც მწვრთნელი დამაყენებს, იქ ვითმაშებ.
„რეალის“ საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობიდან? ზიდანი, ფიგუ, რონალდო...
„მინდა მივიღო იმდენი სათამაშო წუთი, რამდენიც შესაძლებელი იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთსო დღეა, საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებასთან ერთად.
აქამდეც მითქვამს, რომ ახალგაზრდა ფეხბურტელი ვარ. შეიძლება, ადაპტაციისთვის დრო დამჭირდეს, შეიძლება არც დამჭირდეს. ვნახოთ.
როცა 16 წლის ვიყავი, არავის დაურეკავს, მაგრამ ვიცოდი რომ „რეალი“ ინტერესდებოდა. შემდეგ, მე მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე გავამახვილე ყურადღება, სხვა საკითხები კი მშობლებს მივანდე.
ბენზემა ყველა ფრანგი ადამიანისთვის ნამდვილი კუმირია, ის ახალგაზრდებთანაც შესანიშნავ ურთიერთობას იჭერს, ჩვენ გუნდში ამის მაგალითიც გვყავს - ვინისიუსი. კარიმი ყოველთვის ახალგაზრდების გვერდში დგას. ესპანური ენის ცოდნა? ცოტათი ვიცი.
თუ საჭირო გახდა, მზად ვარ უკვე კვირას ვითამაშო (სელტას წინააღმდეგ - ავტ).“ - აღნიშნა კამავინგამ.