ავტორიზაცია

"ის, რაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მოხდა - საშინელებაა", - კუმანი

"ის, რაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მოხდა - საშინელებაა", - კუმანი
თარიღი 08 სექ 2021, 17:13

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ანტუან გრიზმანის „ატლეტიკო მადრიდში“ გადასვლაზე ისაუბრა.

„ის, რაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ანტუან გრიზმანის გარშემო მოხდა - უბრალოდ საშინელებაა. გამოსავლის საძიებლად ფიზიკურად დრო აღარ გვქონდა დარჩენილი.

დიახ, ანტუანს კარგი კონტრაქტი ჰქონდა და მისი წასვლა „ბარსელონას“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა. სწორედ ამიტომ დავთანხმდი მის გაშვებას.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს Sport.es.

გრიზმანის შემცვლელად „ბარსამ“ „სევილიას“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი ინათხოვრა ერთი სეზონით. 

ფრანგი შემტევის იჯარაში გათვალისწინებულია 40 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობა, რომელიც ვალდებულებად გადაიქცევა, თუ გრიზმანი ამ სეზონში „ატლეტიკოს“ მატჩების 50%-ში მიიღებს მონაწილეობას.

გასულ სეზონში 30 წლის ფრანგმა ყველა ტურნირზე 51 მატჩში ითამაშა და 20 გოლი და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.