ავტორიზაცია

"სანამ სამი მეამბოხე კლუბი ენერგიას ხარჯავს, დანარჩენები წინ მიიწევენ", - პსჟ-ს პრეზიდენტი სუპერლიგაზე

"სანამ სამი მეამბოხე კლუბი ენერგიას ხარჯავს, დანარჩენები წინ მიიწევენ", - პსჟ-ს პრეზიდენტი სუპერლიგაზე
თარიღი 08 Sep 2021, 20:49

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ, რომელიც აგრეთვე ევროპულ კლუბთა ასოციაციის (ECA) ხელმძღვანელიცაა, ევროპის სუპერლიგის პროექტი და მისი მონაწილეები გააკრიტიკა.

"18 აპრილსა და სუპერლიგაზე საუბარში დიდ დროს არ დავკარგავ, რადგან მეზღაპრეებზე და უიღბლოებზე კონცენტრირება არ მიყვარს", - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს Marca.

"ერთად ვიცავთ ევროპული ფეხბურთის ინტერესებს ყველასთვის. ჩვენ ვეყრდნობოდით უეფას პრეზიდენტის (ალექსანდერ ჩეფერინი) გადაწყვეტილებას და სიძლიერეს, რომელიც ამ შუაღამის გადატრიალების წინააღმდეგ გამოვიდა. თქვა, რომ გავიმარჯვებდით და ეს გავაკეთეთ. სანამ სამი მეამბოხე კლუბი ხარჯავს ენერგიას, ამახინჯებს რეალობას და ცაში ყვირილს აგრძელებს, დარჩენები წინ მიიწევენ".

"ჩვენი პირველი პრიორიტეტი ევროპულ ფეხბურთში ფინანსური სტაბილურობის სასწრაფოდ უზრუნველყოფაა. კოვიდამდეც ბევრი ფინანსური პრობლემა იყო, რამაც ფეხბურთზე გავლენა მოახდინა. მეორე პრიორიტეტი მთელ საფეხბურთო ოჯახთან ЕСА-ს ურთიერთობის გამყარებაა, განსაკუთრებით უეფასთან. მესამე - ЕСА-ს მუშაობის გაუმჯობესებაა მისი წარმომადგენლებისთვის, რათა კლუბებმა ღირებული რესურსი მიიღონ", - დასძინა ფუნქციონერმა.

"მეამბოხე კლუბებში" ალ ხელაიფი ცხადია "რეალს", "ბარსელონას" და "იუვენტუსს" გულისხმობს. მხოლოდ ეს სამი კლუბი აგრძელებს სუპერლიგის პროექტის მხარდაჭერას. არშემდგარი პროექტის დანარჩენმა ორგანიზატორებმა მისი დატოვება დაადასტურეს.

ლაპორტა: "უეფა ვერაფერს ვერ გვიკეთებს, სუპერლიგა ცოცხალია"