ლაპორტა: "უეფა ვერაფერს ვერ გვიკეთებს, სუპერლიგა ცოცხალია"
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ აღნიშნა, რომ სუპერლიგის პროექტი, რომელიც აპრილში დაანონსდა და ორ დღეში თითქოს დაიხურა, ჯერ კიდევ ცოცხალია.
ამ ეტაპზე, სუპერლიგის პროექტში ოფიციალურად მხოლოდ „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ იმყოფებიან.
„სუპერლიგის პროექტი ცოცხალია, სამივე კლუბი სიძლიერეს ინარჩუნებს. ყველა ზეწოლამ და სანქციებით მუქარამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ბევრი კლუბი გაგრძელებას გვირჩევს, იმიტომ რომ ეს მათაც სჭირდებათ. უეფა ვერაფერს ვერ აკეთებს, რათა პროექტი სეაჩეროს.
ინგლისური კლუბები, მაგალითად „მან იუნაიტედი“ და „ლივერპული“ პროექტის მამოძრავებელი ძალა იყვნენ, მაგრამ ისინი ძალიან ძლიერი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ.
დიახ, პროექტის უკეთ წარდგენა შეგვეძლო, მაგრეამ რეალურად ის ყველას ძალიან გვიხდება. ტურნირის ფორმატი მსოფლიოს ყველაზე გასართობი იქნება და ყველა კლუბს წაადგება.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.
თავდაპირველი ვერსიით, სუპერლიგას 15 მუდმივი მონაწილე უნდა ჰყოლოდა, 5 კი - დაპატიჟებული. თუმცა, გულშემატკივრები ამ დახურული ფორმატის წინააღმდეგ გამოვიდნენ და 12-დან 9 გუნდს პროექტის დატოვების განცხადება გააკეთებინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 12-ვე კლუბი პროექტში იმყოფება და ახალ ფორმატზე მუშაობენ.