ავტორიზაცია

ლოგიკურად და სრულიად დამსახურებულად - ბარსელონამ პედრისთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ლოგიკურად და სრულიად დამსახურებულად - ბარსელონამ პედრისთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
თარიღი 07 სექ 2021, 14:48

"ბარსელონა" ნახევარმცველ პედრის ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, აცხადებს ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო. როგორც აღინიშნება, ხელშეკრულება 5 წელზე იქნება გათვლილი.

მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში იწურება. გასულ სეზონში პედრიმ 73 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 წლის ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფლეიმეიქერი კატალონიაში თამაშობს 2020 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 52 შეხვედრა და გაიტანა ოთხი გოლი.

ლა ლიგის სეზონის დაწყების წინ, "ბლაუგრანამ" გონსალესი გაუშვა ორკვირიან შვებულებაში და ლა ლიგის უახლოესი ტურისთვის ის უკვე გუნდთან ერთად იქნება.