გაუფორმებს თუ არა ბარსელონა დემბელეს ახალ კონტრაქტს?
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ შესაძლოა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიურ გრანდში იმედი აქვთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ანუ ახლა, მოლაპარაკებები დაჩქარდება, ახალი ხელშეკრულება კი მინიმუმ 2-3 წელზე იქნება გათვლილი.
კატალონიელთა ამჟამინდელი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი შესაძლოა ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდეს.
შეგახსენებთ, დემბელე "ბარსელონაში" 2014 წელს "დორტმუნდიდან" გადავიდა, მასში კატალონიელებმა 135 მილიონი ევრო გადაიხადეს.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა უსმანს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2022 წლის ზაფხულში ეწურება.