ჰქონდა თუ არა რონალდუს აგენტს ბარსელონასთან მოლაპარაკება თავისი კლიენტის მანჩესტერში ტრანსფერამდე?
Diario Sport-ისა და Catalunya Radio-ს თუ დავუჯერებთ, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში "ბარსელონაც" ფიგურირებდა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" უარის შემთხვევაში, ჟორჟე მენდეში პორტუგალიელ თავდამსხმელს კატალონიელებს შესთავაზებდა.
"წითელ ეშმაკებში" დაბრუნებულ ფორვარდს ჰქონდა საუბრები "ბლაუგრანას" შესახებ თავის წარმომადგენელთან, თუმცა თავად ფეხბურთელი კატეგორიულად იკავებდა თავს.
ლეგენდარული შვიდიანი "ლურჯ-ბროწეულისფრებში" გადასვლას ტურინის "იუვენტუსში" დარჩენას ამჯობინებდა. აქედან გამომდინარე, "კამპ ნოუზე" ტრანსფერი მხოლოდ პორტუგალიელი აგენტის ფანტაზიაში დარჩა.
"ბებერი ქალბატონი" პირენეელი შემტევის სანაცვლოდ "მანკუნიანელებისგან" მიიღებს 15 მილიონ ევროს, დამატებით რვა მილიონი ევრო კი ბონუსით იქნება გათვალისწინებული.