ავტორიზაცია

პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტი: "უეფამ ფინანსურ ფეირ პლეის უნდა გადახედოს"

პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტი: "უეფამ ფინანსურ ფეირ პლეის უნდა გადახედოს"
თარიღი 08 Sep 2021, 21:23

"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ ფინანსური ფეირ პლეის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ფინანსური სტაბილურობა უნდა გვქონდეს. თუ სწრაფ რეაგირებას არ მოვახდენთ, შესაძლოა შედეგები გამოუსწორებელი იყოს. ფინანსური ფეირ პლეი გადასახედია. უეფასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს. ჩვენ გვჯერა, რომ ფეხბურთი ყველასათვის თანაბარი უნდა იყოს", - ციტირებს ალ ხელაიფის სიტყვებს AS.

მოგეხსენებათ, 2021 წლის ზაფხულში "პსჟ"-მ უფასოდ ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა და ჟორჟინიო ვეინალდუმი დაიმატა. აგრეთვე, კლუბმა "ინტერიდან" აშრაფ ჰაკიმი იყიდა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, უეფა წარადგენს პროექტს ფინანსური ფეირ პლეის წესების შეცვლასთან დაკავშირებით. საუბარია სახელფასო ჭერისა და შესაბამის გადასახადებზე. ცვლილებები შეიძლება 2022 წლიდან შევიდეს ძალაში.

ევროთასებზე მონაწილე კლუბებს უფლება ექნებათ ხელფასებში თავიანთი მთლიანი შემოსავლის არაუმეტეს 70 პროცენტი დახარჯონ. ის გუნდები, რომლებიც სახელფასო ჭერს გადააჭარბებენ, დიდი თანხის გადახდა მოუწევთ.

"სანამ სამი მეამბოხე კლუბი ენერგიას ხარჯავს, დანარჩენები წინ მიიწევენ", - პსჟ-ს პრეზიდენტი სუპერლიგაზე