ავტორიზაცია

ტეო ზამთარში შესაძლოა მილანიდან წავიდეს — ფრანგის შეძენით ორი ტოპ კლუბი ინტერესდება

ტეო ზამთარში შესაძლოა მილანიდან წავიდეს — ფრანგის შეძენით ორი ტოპ კლუბი ინტერესდება
თარიღი 08 სექ 2021, 21:50

"მანჩესტერ სიტი" "მილანის" მარცხენა მცველს, ტეო ერნანდესს უმიზნებს, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato.

"ქალაქელთა" ხელმძღვანელობა ფრანგი უკანახაზელით გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს.

ტეოსადმი ინტერესს "პარი სენ ჟერმენიც" იჩენს, მაგრამ "როსონერიდან" მისი პოტენციური წასვლის შესახებ კონკრეტული დეტალები არ გავრცელებულა.

მიმდინარე სეზონში ერნანდესმა "მილანის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად ორი მატჩის ჩატარება მოასწრო და ერთი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

ცნობისთვის, 23 წლის ფეხბურთელს მილანურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, ტეო ერნანდესის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.