პსჟ ყატარში ჩასატარებელი მუნდიალის პოპულარიზაციისთვის მესის გამოყენებას გეგმავს
"პსჟ"-ს სურს საშობაო პაუზის დროს მინი-ტურნირის ორგანიზატორი გახდეს, რომელიც სავარაუდოდ ყატარში ჩატარდება, სადაც ერთი წლის შემდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe ავრცელებს.
მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ გასულ ზაფხულს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა და განსაკუთრებით გამოსარჩევი არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის დამატებაა.
შესაბამისად, პარიზელებს აქვთ გეგმა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი ფეხბურთელის აზრი კლუბის მფლობელებისთვის საშინაო მუნდიალის პოპულარიზაციისთვის გამოიყენოს.
ამავე დროს, "პსჟ" აპირებს გაზარდოს არა მხოლოდ ყატარის ბრენდის, არამედ საკუთარი ორგანიზაციის პოპულარობაც, რამაც შესაძლოა მათ ეკონომიკურად განვითარებულ რეგიონში შთამბეჭდავი მოგება მოუტანოს.