"ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორიც მე, მისი გულშემატკივარი ვარ", - რონალდომ მბაპე შეაქო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ "პსჟ"-ს შემტევის, კილიან მბაპეს სათამაშო თვისებების შესახებ ისაუბრა.
"ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორიც მე. მბაპე გიჟურ თვისებებს, ბრწყინვალე ტექნიკას ფლობს - მაღალ სიჩქარეზეც კი".
"ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დიდი გზა გაიარა. კილიანი მომწონს, მას ვგულშემატკივრობ", - ციტირებს რონალდოს სიტყვებს RMC Sport.
2020/21 წლების სეზონში 22 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.
მიმდინარე სეზონში მბაპემ უკვე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კაი 4-ჯერ აიღო და 2 ასისტიც მიითვალა.