სრული კატასტროფა: როგორია საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ბოლო 10 მატჩში?

საქართველოს ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ბულგარეთთან გამართა და 4:1 განადგურდა.
ჩვენმა ნაკრებმა მორიგი საშინელი თამაში ჩაატარა, ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო.
ისე კი, საქართველოს ნაკრებს ბოლო 10 მატჩში კატასტროფული სტატისტიკა აქვს დაფიქსირებული.
უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოვიგეთ, 7 წავაგეთ და 2 ფრედ დავასრულეთ. ბოლო 4 შეხვედრაში კი ყველა მატჩი ისე წავაგეთ, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ.
უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებმა ბოლო 10 მატჩში ჯამში 17 გოლი გაუშვა და მხოლოდ 6 გაიტანა.