ავტორიზაცია

MARCA-მ დაასახელა ორი ტოპ კლუბი, რომელსაც ზაფხულში ასენსიომ უარი უთხრა

MARCA-მ დაასახელა ორი ტოპ კლუბი, რომელსაც ზაფხულში ასენსიომ უარი უთხრა
თარიღი 09 სექ 2021, 00:23

"რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე "ტოტენჰემისა" და "მილანის" შეთავაზებები იუარა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

როგორც იწერება, 25 წლის ესპანელი "სამეფო კლუბის" სასტარტო შემადგენლობაში სტაბილური ადგილის დაბრუნებას აპირებს.

2021/22 წლების სეზონში ასენსიომ "რეალის" მაისურით უკვე 3 მატჩი ჩაატარა, თუმცა სამივეჯერ მოედანზე შეხვედრის მიწურულს მოგვევლინა.

Transfermarkt-ის ვერსიით, მადრიდული გრანდის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

"სხვა კლუბების ფული არ მაინტერესებს, მე ოცნების ასრულება მინდოდა", - რეალის ახალწვეული