ავტორიზაცია

იმდენი, რამდენიც სუპერვარსკვლავებს აქვთ — ჩელსიში ვერნერის ხელფასი გასაჯაროვდა

იმდენი, რამდენიც სუპერვარსკვლავებს აქვთ — ჩელსიში ვერნერის ხელფასი გასაჯაროვდა
თარიღი 09 სექ 2021, 00:45

Sport Bild-ის ჟურნალისტმა, კრისტიან ფალკმა "ჩელსის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის ხელფასის ოდენობა გაასაჯაროვა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის გერმანელი ლონდონურ კლუბში წლიურად 20 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.

"არისტოკრატთა" რიგებში ვერნერი 2020 წლიდან ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ჩელსის" ფორვარდს კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, ვერნერის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 65 მილიონ ევროს შეადგენს.

"მოაშორეთ ვერნერი კლუბიდან!", - ჩელსის გულშემატკივრის მოწოდება ღია ვარჯიშზე ყველას გასაგონად