ავტორიზაცია

ანჩელოტი: "კაზემიროს პროგრესით გაოცებული დავრჩი"

ანჩელოტი: "კაზემიროს პროგრესით გაოცებული დავრჩი"
თარიღი 09 სექ 2021, 11:33

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავისი გუნდის საყრდენ ნახევარმცველზე, კარლოს კაზემიროზე საინტერესო განცხადება გააკეთა:

"უკანა ხაზში ინტელექტი გვჭირდება, თამაშის მიმდინარეობის გასაკონტროლებლად. კაზემირო ბევრად უკეთესი გახდა ბურთთან მუშაობაში და მას არავისში არ გავცვლიდი".

"დრო გავიდა და კაზემირო გუნდის ძირითადი ნაწილი გახდა. ის, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, როცა "რეალში" პირველად მოვედი, მისთვის მეტი სათამაშო წუთი უნდა მიმეცა. თავაზიანად ვუთხარი, რომ მართალი არ ვყოფილვარ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

კაზემირო "რეალის" მთავარ გუნდში გამოჩნდა 2013 წელს და ამ დროის განმავლობაში მან მოასწრო 289 შეხვედრის ჩატარება და 30 გოლის გატანა.