"კვარაცხელიას თაობაზე ერთი წინადადებაც არ მიგვიღია", - რუბინის დირექტორი
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ სიამანოვმა, ხვიჩა კვარაცხელიას დარჩენის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა. როგორც ვიცით, ქართველი შემტევი კვლავ რუსულ გუნდშია.
"კვარაცხელიას სახელს უკავშირებდნენ ევროპის არაერთ ტოპ კლუბს, თუმცა რეალურად, რუბინს ერთი წინადადებაც არ მიუღია. მის გაყიდვასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვართ.
ვერც იმას ვიტყვი, რომ ქართველ შემტევს დავადეთ მაღალი სატრანსფერო ფასი, რადგან ერთი რუბლიც კი არ შემოუთავაზებია არავის. ის დარჩა ყაზანში და მე მოხარული ვარ.
არასდროს ვისახავდით მიზნად ხვიჩას გაყიდვას, რადგან ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რა იქნება მომავალში? დრო გვიჩვენებს", - განაცხადა რუსმა.
"წითელ-მწვანეების" ვინგერის სახელს მთელი ზაფხულის განმავლობაში უკავშირებდნენ ტურინის "იუვენტუსს", ლონდონის "ტოტენჰემს", მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" და სხვა კლუბებს.
რაც შეეხება 20-წლის გარემარბის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მან ვარჯიში განაახლა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ურალთან" შეხვედრაში ის მოედანზე იქნება.