ავტორიზაცია

რეალი, ბარსელონა თუ პსჟ? - რუისს მსურველები არ აკლია

რეალი, ბარსელონა თუ პსჟ? - რუისს მსურველები არ აკლია
თარიღი 09 Sep 2021, 12:33

"პსჟ" "ნაპოლის" ნახევარმცველ ფაბიან რუისით ინტერესდება, იტყობინება Corriere dello Sport.

როგორც აღინიშნება, 25 წლის ესპანელის დამატების მთავარი პრეტენდენტები "რეალი" და "ბარსელონა" არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარ პრობლემად შეიძლება ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი იქცეს, რომელიც 70 მილიონ ევროს შეადგენს.

არსებული ცნობით, "პარი სენ ჟერმენი" მზად არის ნეაპოლელებს 60 მილიონი გადაუხადოს. ფაბიან რუისმა "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე ერთად ჩაატარა 130 შეხვედრა და გაიტანა 16 გოლი.

ესპანელ ნახევარმცველს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ნაპოლისთან" 2023 წლის ზაფხულში ეწურება. აქვე დავამატებთ, ფაბიანი "ლურჯებში" "ბეტისიდან" გადმოვიდა.