ავტორიზაცია

"საქართველოს მთავრობა უნდა დახმარებოდა და არა ამერიკა", - ავთანდილ ხურციძის დედა თავისი შვილის შესახებ

"საქართველოს მთავრობა უნდა დახმარებოდა და არა ამერიკა", - ავთანდილ ხურციძის დედა თავისი შვილის შესახებ
თარიღი 09 Sep 2021, 14:14

ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხიდან 14 სექტემბერს გამოვა. ქართველმა მოკრივემ რინგზე დაბრუნება უკვე დაანონსა, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ჩაქუჩას" დედამ, მაყვალა ხურციძემ - "საქართველოს მთავრობა უნდა დახმარებოდა ჩემს შვილს და არა ამერიკა.

ჩვენი ხელისუფლება არ დაეხმარა და სწორედ ამიტომ ამერიკას უხდის მადლობას. ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ, ავთოს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა.

საპყრობილეს მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს", - განაცხადა 42-წლის სპორტსმენის მშობელმა დედამ.

შეგახსენებთ, რომ ხურციძე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 2017 წელს, მას ბრალი ედებოდა კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში, რეკეტში და ორგანიზებულ დანაშაულში.