ავტორიზაცია

მალდინი: "მილანის ახალგაზრდა ფეხბურთელები ჟირუსგან ბევრს ისწავლიან"

მალდინი: "მილანის ახალგაზრდა ფეხბურთელები ჟირუსგან ბევრს ისწავლიან"
თარიღი 09 სექ 2021, 14:44

"მილანის" დირექტორმა, პაოლო მალდინიმ კლუბის ახალწვეული თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მილანს მიმდინარე სეზონში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ეყოლება. ოლივიე ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. საიმედო მოთამაშეა და შეუძლია ახალგაზრდა გუნდს გამოცდილება გაუზიაროს", - თქვა მალდინიმ DAZN-სთან ეთერში.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, 35 წლის ფრანგმა "როსონერისთან" 1+1 სქემით გააფორმა კონტრაქტი. ოლივიემ უკვე მოასწრო "მილანში" ორ შეხვედრაში ორი გოლის გატანა.

აქვე დავამატებთ, რომ სერია ა-ში გადმოსვლამდე, ჟირუ თამაშობდა ლონდონის "ჩელსიში", რომლის შემადგენლობაში მან გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.