ავტორიზაცია

იუვენტუსმა ზაფხულში კიეზას ტრანსფერი 4-ჯერ დაბლოკა

იუვენტუსმა ზაფხულში კიეზას ტრანსფერი 4-ჯერ დაბლოკა
თარიღი 09 სექ 2021, 14:51

ევროპის ჩემპიონატის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, ფედერიკო კიეზას მსურველების რიგი უდგას.

Sport1-ის თანახმად, იტალიელი ვინგერის ხელში ჩაგდებას ცდილობდა მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ჩელსი", "ლივერპული" და დორტმუნდის "ბორუსია".

"ბებერმა ქალბატონმა" უარით გაისტუმრა ყველა, რადგან იტალიის ნაკრების გარემარბი კლუბისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.

იგივე წყაროს მტკიცებით, "არისტოკრატები" და მერსისაიდელები "ბიანკონერის" ფლანგელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროსაც კი ჩამოდიოდნენ.

აპენინელი შემტევი "იუვენტუსში" თამაშობს 2020 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 45 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.