"არ ვნანობ სუარესის გაშვებას, თუმცა მეგონა, ის გადავიდოდა იუვენტუსში და არა ატლეტიკოში", - კუმანი
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ლუის სუარესის გაშვების თაობაზე საინტერესო განცხადება გააკეთა. ნიდერლანდელმა თავკაცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ურუგვაელის გასხვისებას არ ნანობს.
"სუარესის გაშვებას არ ვნანობ. მე დამავალეს ბარსელონას მოწესრიგება და მივიღე გადაწყვეტილება, რომ მისი წასვლით, კლუბის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
ურუგვაელი თავდამსხმელის მაღალი ხელფასი და ასაკში ყოფნა გუნდისთვის პრობლემას წარმოადგენდა. უბრალოდ გვეგონა, რომ ის გადავიდოდა იუვენტუსში და არა ატლეტიკოში.
შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტი გავაძლიერეთ, თუმცა ლუისის წასვლა აუცილებელი იყო. სწორი გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა კატალონიელთა დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდში გადასვლის შემდეგ, "ბლაუგრანას" ყოფილი ფორვარდი პირველივე სეზონში ლა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. სამხრეთ ამერიკელმა უკვე მოასწრო 41 მატჩში 22 გოლის გატანა.