"იმედს ვიტოვებ, რომ ფლიკს არ მოუწევს გერმანიის ნაკრებში ჩემი გამოძახება", - კროოსი
მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში შესაძლო დაბრუნების შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ფლიკს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკვა და ჩემთან საუბარი. არაა აუცილებელი, რომ საუბრის თემა იყოს ფეხბურთი, ჩვენ ერთმანეთისთვის კარგი მეგობრებიც ვართ.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გვქონდა დიდხნიანი საუბარი, საბოლოოდ კი ის მოეკიდა გაგებით ჩემს იდეებსა და სამომავლო გეგმებს. სწორედ ეს არის ადამიანობა.
ვიმედოვნებ, რომ მას გამოუვა კარგი კარიერა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე, ჩემი დაბრუნების საჭიროება კი არ იქნება", - განაცხადა "ბუნდესნაკრების" ექს-ჰავბეკმა.
შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბის" შუახაზელი ალემანთა ეროვნულ გუნდში თამაშობდა 2010-2021 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 106 შეხვედრაში 17 ბურთი გაიტანა. 2014 წელს, კროოსმა "მანშაფტთან" ერთად მუნდიალი მოიგო.