ავტორიზაცია

ფერნანდო ლორენტემ სერია ა-ს გრანდებს საკუთარი თავი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო

ფერნანდო ლორენტემ სერია ა-ს გრანდებს საკუთარი თავი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო
თარიღი 09 სექ 2021, 22:52

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ფერნანდო ლორენტე ახალი კლუბის ძიებაშია.

36 წლის ფორვარდმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, საკუთარი თავი "ინტერსა" და "იუვენტუსს" შესთავაზა, თუმცა სერია ა-ს გრანდები მისით არ დაინტერესებულან.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც იწერება, ფერნანდოს ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატების მეორე დივიზიონის გუნდებისგან აქვს წინადადებები, მაგრამ გამოცდილ შემტევს უფრო მაღალი დონის კლუბის პოვნის იმედი აქვს.

გასულ სეზონში ლორენტემ, რომელიც ბოლოს "უდინეზეს" ღირსებას იცავდა, სერია ა-ს 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.