ავტორიზაცია

რეალი მომავალ წელს მზად იქნება ასენსიოს გაყიდვის ვარიანტები განიხილოს

რეალი მომავალ წელს მზად იქნება ასენსიოს გაყიდვის ვარიანტები განიხილოს
თარიღი 09 სექ 2021, 22:58

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, მარკო ასენსიომ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

"სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ძირითად შემადგენლობაში 25 წლის ესპანელის ადგილს ჯერ ვერ ხედავს, იტყობინება ცნობილი გამოცემა Mundo Deportivo.

თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ მომავალ წელს მადრიდული გრანდი მზად იქნება ფეხბურთელი გაყიდოს.

2021/22 წლების სეზონში ასენსიომ "რეალის" მაისურით სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამივე შემთხვევაში მოედანზე ბოლო წუთებზე მოგვევლინა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ბლანკოსის" შემტევის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს.

MARCA-მ დაასახელა ორი ტოპ კლუბი, რომელსაც ზაფხულში ასენსიომ უარი უთხრა