ავტორიზაცია

"ბედნიერი ვარ, ბავშვობიდან აქ ყოფნაზე ვოცნებობდი", - რეალის ახალწვეული

"ბედნიერი ვარ, ბავშვობიდან აქ ყოფნაზე ვოცნებობდი", - რეალის ახალწვეული
თარიღი 09 სექ 2021, 23:09

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ მადრიდულ გრანდში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ აქ ვიმყოფები, რათა "რეალის" ემბლემა დავიცვა. რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, მადრიდში იქნებიო, არ დავიჯერებდი. ჰალა მადრიდ!".

"ბედნიერი ვარ, ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, "რეალში" თამაში მინდოდა. ვეცდები გუნდს მივცე ყველაფერი, რაც შემიძლია", - ციტირებს კამავინგას სიტყვებს AS.

18 წლის ფრანგი "რეალში" "რენიდან" აგვისტოს ბოლოს 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

2021/22 წლების სეზონში კამავინგამ თავისი აწ უკვე ყოფილი გუნდის რიგებში 6 მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.