ყოფილი გირლფრენდი სცემა და უკბინა — ჯერომ ბოატენგს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

"ლიონის" ახალწვეული, ჯერომ ბოატენგი შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, წერენ გერმანულ პრესაში.
როგორც აღინიშნება, დღეს, 9 სექტემბერს, 33 წლის უკანახაზელი მიუნხენის სასამართლოში წარსდგა.
გერმანელი ფეხბურთელი 2018 წელს შვებულებაში ყოფნისას ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული და 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოატენგის ყოფილი მეგობარი გოგონა, კასია ლენჰარდტი გარდაცვალებამდე ამტკიცებდა, რომ სცემა და უკბინა - 25 წლის გოგონა თებერვალში დაიღუპა.
უნდა აღინიშნოს, მოსმენა გასული წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთ-ერთ მოწმეს კორონავირუსი დაუდასტურდა და გადაიდო.