კუმანი პიანიჩის წასვლაზე: "კონკურენცია წააგო, მასზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გუნდიდან ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის წასვლაზე კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, ფეხბურთელის მხრიდან გარკვეული იმედგაცრუება არსებობს. მიუხედავად ამისა, პიანიჩმა სხვა მოთამაშეებთან კონკურენცია წააგო, ჩვენი სათამაშო სტილისა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვმოქმედებთ ბურთთან ერთად და მის გარეშე".
"მირალემს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მასთან დაკავშირებით რთული სიტუაცია იყო. ვცდილობდით შემადგენლობაში ჩაგვენერგა, მაგრამ დავინახეთ, რომ მასზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Mundo Deportivo.
სექტემბრის თვის დასაწყისში 31 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით "ბარსელონადან" "ბეშიქთაშში" გადავიდა.
პიანიჩი "ბარსას" ღირსებას 2020 წლის სექტემბრიდან იცავდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით მან 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"ჩემი თავდაჯერებულობა მოკლა", - ცნობილი გახდა კუმანისა და პიანიჩის კონფლიქტის მიზეზები