გრიზმანი: "ატლეტიკოში გადასვლის მოლოდინში 10 დღე არ მეძინა, ახლა კი ბედნიერი ვარ"
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკოში" დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ყურებამდე ვიღიმილი. ამ მომენტის მოლოდინში 10 დღე არ მეძინა, ახლა კი ოჯახთან ერთად სიამოვნებას ვიღებ. თითოეულ მატჩში მთელ ძალებს დავხარჯავ, რათა გამოვისყიდო ის ძალისხმევა, რომელიც კლუბმა ჩემს დასაბრუნებლად გაიღო".
"დაბრუნება მინდოდა და ვიცოდი, რომ "ატლეტიკო" ჩემთვის საუკეთესო ადგილია, აქ მოედანზეც ბედნიერი ვარ და მის ფარგლებს გარეთაც. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე გიჟური იყო, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა", - ციტირებს გრიზმანის სიტყვებს Marca.
30 წლის ფრანგი თავდამსხმელი "ატლეტიკოში" "ბარსელონადან" აგვისტოს ბოლოს ერთწლიანი იჯარით გადავიდა, გარიგებაში გათვალისწინებულია შემდგომი გამოსყიდვის პუნქტიც.
მოგეხსენებათ, გრიზმანს "როხიბლანკოში" აქამდეც უთამაშია - მადრიდელთა ღირსებას იგი 2014 წლიდან 2019 წლამდე იცავდა.
ათვალწუნებული და გუნდისგან გარიყული - პრობლემები, რომელიც გრიზმანს ბარსელონაში შეექმნა