ათვალწუნებული და გუნდისგან გარიყული - პრობლემები, რომელიც გრიზმანს ბარსელონაში შეექმნა
ფორვარდ ანტუან გრიზმანის "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" ტრანსფერმა კატალონიური გუნდს ზოგიერთი ფეხბურთელი გაახარა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport იტყობინება, მოთამაშეთა ნაწილი 30 წლის ფრანგის წასვლით კმაყოფილი დარჩა, რადგან ისინი არასოდეს მიიჩნევდნენ მას გუნდის ნაწილად.
"ბარსელონას" გასახდელში გრიზმანის მდგომარეობა საუკეთესო არ ყოფილა. ნაწილობრივ ეს დოკუმენტურ ფილმ La Decision-ით იყო განპირობებული, რომელშიც ფრანგმა 2018 წელს კატალონიელებისთვის უარის თქმასა და "ატლეტიკოში" დარჩენის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
მიუხედავად ამისა, გრიზმანი 2019 წელს "ბარსაში" მაინც გადავიდა. თუმცა, კლუბში იგი თავს საყვარლად და დაცულად ვერ გრძნობდა, როგორც ეს "ატლეტიკოში" იყო.
შეგახსენებთ, გამოცდილი თავდამსხმელი "როხიბლანკოს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, მადრიდელები ვალდებულნი იქნებიან იგი შეისყიდონ, თუ გუნდის მაისურით საჭირო რაოდენობის მატჩს ჩაატარებს.