კუმანი: "ყოველთვის მიკვირდა, თუ როგორ არ ჰყავდა ბარსელონას დე იონგის სტილის ფორვარდი"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავისი გუნდის ახალწვეული თავდამსხმელის, ლიუკ დე იონგის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"სატრანსფერო ბაზარზე ვეძებდი თავდამსხმელს, რომელიც თამაშის სტილით იქნებოდა განსხვავებული იმ ფორვარდებისგან, რომელიც უკვე გვყავდა განკარგულებაში.
ჩემთვის ასეთი იყო დე იონგი. მას ვიცნობ ძალიან კარგად და ყოველთვის მიკვირდა, თუ როგორ არ ჰყავდა ბარსელონას მისი სტილის შემტევი. ნიდერლანდების ნაკრების წინახაზელის თვისებები გუნდს ბევრ სარგებელს მოუტანს".
შეგახსენებთ, კატალონიაში გადმოსვლამდე, "ნარინჯისფერების" თავდამსხმელი თამაშობდა "სევილიაში", რომლის შემადგენლობაში მან 94 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.