ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, თუ რის გამო ჩაიშალა რონალდუს ტრანსფერი მანჩესტერ სიტიში

ცნობილი გახდა, თუ რის გამო ჩაიშალა რონალდუს ტრანსფერი მანჩესტერ სიტიში
თარიღი 10 Sep 2021, 01:45

გავლენიანი გამოცემა BBC-ის ჟურნალისტმა, გიიომ ბალაგემ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ სიტიში" ჩაშლილი ტრანსფერის დეტალები გაამხილა.

ბალაგეს ცნობით, პორტუგალიელის აგენტი, ჟორჟე მენდეში და თავად ფეხბურთელი "სიტიში" გადასვლას სხვა ვარიანტებს ამჯობინებდნენ.

"ტურინის "იუვენტუსი" მზად იყო რონალდუ "სიტიში" გაეშვა, რადგან უკვე ორი სეზონის მანძილზე ეძებდა ფორვარდის მყიდველს, როცა კლუბის წარმომადგენლები პრესაში ამას უარყოფდნენ. ეს საკითხი დიდი ხნის მანძილზე განიხილებოდა ევროპული კლუბების სპორტულ დირექტორებს შორის".

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დარწმუნებული იყო, რონალდუ მის გუნდში სეზონში 40 გოლზე მეტს გაიტანდა, "სიტის" შემტევი პოტენციალის გათვალისწინებით".

"თუმცა, რონალდუს გამო, "სიტის" რომელიმე შემტევი ფეხბურთელი უნდა გაეყიდა. ინგლისურ კლუბთან "ბარსელონა" რაჰიმ სტერლინგის, გაბრიელ ჟეზუსის ან ბერნარდო სილვას ტრანსფერზე ცდილობდა შეთანხმებას, მაგრამ მოლაპარაკებები მალევე შეწყდა".

"მენდეშსა და რონალდუს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა უნდოდათ, მაგრამ სათადარიგო გეგმაზე დაიწყეს მუშაობა, რადგან "ქალაქელებმა" ვერავინ გაყიდეს. "იუნაიტედი" კრიშტიანუს შესაძლო დამატებაზე არ ფიქრობდა, თუმცა, როცა გაიგეს, რომ ხელმისაწვდომი იყო, მისი კლუბში დაბრუნება გადაწყვიტეს".

"ემიუმ" რონალდუს იმაზე მაღალი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე "სიტიმ" და "იუვენტუსის" მიერ მოთხოვნილი 15 + 8 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა".

"კრიშტიანუ არ იყო დარწმუნებული, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება კარგი ვარიანტი იყო, თუმცა დათანხმდა, რადგან "იუვედან" წასვლა ძალიან უნდოდა. როცა ცნობილი გახდა, "სიტი" ვერავის გაყიდვას ვერ მოასწრებდა, მენდეშმა "ქალაქელთა" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ფორვარდი "იუნაიტედის" შეთავაზებას მიიღებდა", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.