ავტორიზაცია

მესის ორი ახალი რეკორდი - არგენტინელმა გოლეადორმა პელე და სუარესი ჩამოიტოვა

მესის ორი ახალი რეკორდი - არგენტინელმა გოლეადორმა პელე და სუარესი ჩამოიტოვა
თარიღი 10 სექ 2021, 10:36

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლივია ლიონელ მესის ჰეტ-ტრიკით დაამარცხა. არგენტინელმა თავდამსხმელმა აღნიშნულ მატჩში ორი ახალი რეკორდი დაამყარა.

პირველი - ლეოს დაუგროვდა ყველაზე მეტი საერთაშორისო გოლი (79) სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს შორის, რითაც მან გადაასწრო ლეგენდარულ ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელეს (77).

მეორე - "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდს მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე, სამხრეთ ამერიკის ზონაში საერთო ჯამში დაუგროვდა 26 გოლი, რაც აგრეთვე საუკეთესო შედეგია.

სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა გადაასწრო თავის ყოფილ თანაგუნდელს, ლუის სუარესს, რომლის ანგარიშზე ურუგვაის ნაკრების მაისურით 25 გოლია. როგორც ვხედავთ, 34-წლის გოლეადორსა და "სელესტეს" ბომბარდირს შორის ახალი დუელი მომწიფდა.

აქვე დავამატებთ, რომ "უცხოპლანეტელი" ლიგა 1-ის მოახლოებული ტურის შეხვედრას უდიდესი ალბათობით გამოტოვებს. საქმე ისაა, რომ "პსჟ" თამაშობს უკვე ხვალ, მესი, ნეიმარ ჟუნიორი, ანხელ დი მარია და ლეანდრო პარედესი კი მომზადებას ვერ მოასწრებენ.

VIDEO: რეჟიმი "უცხოპლანეტელი" ჩართულია - მესიმ ბოლივიას ჰეტ-ტრიკი შეუსრულა