ავტორიზაცია

რომელ ევროპულ კლუბს გულშემატკივრობდა აგუერო ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშის დროს?

რომელ ევროპულ კლუბს გულშემატკივრობდა აგუერო ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშის დროს?
თარიღი 08 სექ 2021, 10:53

სერხიო აგუეროს "მანჩესტერ სიტიდან" "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ, ევროპულმა პრესამ გაიხსენა ფეხბურთელის ინტერვიუ, რომელიც მან ჩაწერა 2006 წელს, ჯერ კიდევ "ინდეპენდიენტეში" თამაშის დროს.

"აუცილებლად ავირჩევ პრემიერ ლიგას, რადგან რაც თავი მახსოვს, ლივერპულის გულშემატკივარი ვარ. ამ გუნდში გადასვლა ჩემთვის ბავშვობის ოცნების ახდენა იქნებოდა.

მახსოვს ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალი, რომელშიც მერსისაიდელებმა მილანი დაამარცხეს. მათი თითოეული გოლი მიხაროდა", - აცხადებდა არგენტინელი თავდამსხმელი.

როგორც ვხედავთ, ბუენოს-აირესელთა ყოფილ ფორვარდს ოცნება არ აუხდა, რადგან ევროპაში მას მოუწია არა "წითლებში", არამედ მადრიდის "ატლეტიკოში", "ქალაქელებსა" და კატალონიაში თამაში.

აქვე დავამატებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი შემტევი ამ დროისთვის ტრავმრიებულია და სამედიცინო დასკვნის თანახმად, ფეხბურთელი მოედანზე დაახლოებით ორ თვეში დაბრუნდება.