ავტორიზაცია

ჯუღელი იტყუება, მას კვარაცხელიას წაყვანა არსად არ უცდია - რუსული მედია

ჯუღელი იტყუება, მას კვარაცხელიას წაყვანა არსად არ უცდია - რუსული მედია
თარიღი 10 Sep 2021, 13:36

ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსულენოვანი სპორტული გამოცემა Championat.com წერს, რომ 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს ფეხბურთელის წაყვანა არსად არ უცდია და ის ლაპარაკები, რაც უბრალოდ მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა, დიდი ტყუილი იყო.

ამის შესახებ Championat.com-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე ნიჭიერი თუ გადაფასებული მოთამაშე?

"რუბინი მთელი ზაფხული ემზადებოდა ხვიჩა კვარაცხელიას გასაყიდად. თითქმის ყოველ კვირას, ხან რუსი და ხანაც ევროპელი ინსაიდერები ქართველის მიმართ ევროპული გუნდების ინტერესებზე წერდნენ, რაც მოთამაშის ფასს და მისდამი ყურადღებას ზრდიდა. იუვენტუსი, ინტერი, მილანი, ატალანტა, ნაპოლი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, ევერტონი, ვულვზი, ბრაიტონი, ბაიერნი, დორტმუნდი, სევილია - ეს ის გუნდებია, რომელიც ზაფხულში კვარაცხელიას დაუკავშირეს. ეს დაუჯერებელიცაა, როგორ მიიქცია რუსეთის ჩემპიონატიდან ქართველმა ამდენი კლუბის ყურადღება. 

ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელიც მთელი ზაფხული აქტიური იყო და ხან რომელ გუნდს, ხან კი რომელს ასახელებდა, რომელთაც კვარაცხელიას წაყვანა სურდათ. ბოლოს, აგვისტოში თქვა, 2 კლუბთან კონკრეტული მოლაპარაკებებია და 85-90%-ია ტრანსფერის ალბათობაო.

ბოლოს ისე მოხდა, რომ ქართველმა მაესტრომ ტრანსფერი დაივიწყა: რეკლამა კარგია, როცა რეალური ინტერესია. თუ რომელიმე კლუბი მართლა დაინტერესდებოდა კვარაცხელიათი და შეთავაზებას გააკეთებდნენ, პირველი მოთხოვნა იქნებოდა შემდეგი: მაქსიმალური სიჩუმე აგენტის და კლუბის მხრიდან მოლაპარაკების პროცესშ. ეს საუკეთესოდ დაგვანახა აგენტმა გერმან ტკაჩენკომ, რომელმაც ჯენოადან რომაში ელდორ შომუროდოვი ისე წაიყვანა, გაოფიციალურების დღემდე ვერავინ ვერაფერი გაიგო. პირველ რიგში, აგენტს სთხოვეს საჯაროდ არ გაემხილა პროცესის შესახებ. ყველა დიდი გუნდი ამას აკეთებს.

შესაბამისად, თუ TOP 5 ლიგის გუნდები მართლაც იბრძოლებდნენ ხვიჩასთვის, მამუკას გააფრთხილებდნენ და მის საჯარო გამოსვლებს ვერ ვნახავდით, რაც ზაფხულის პერიოდში ვნახეთ კი დიდი ტყუილი იყო ჯუღელის მხრიდან. ლოგიკურია, ხვიჩა კვარაცხელია ტალანტია და მის მიმართ ინტერესი იქნებოდა, ასევე მცდელობა მოლაპარაკებების დაწყების, მაგრამ რუბინი საჯაროდ აფიქსირებდა, რომ ფეხბურთელს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიდა. ეს ფასი მხოლოდ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ხვიჩასთვის არალოგიკური იყო და ამ შეთავაზების გაკეთებას არავინ გაბედავდა".

"კვარაცხელიას სახელს უკავშირებდნენ ევროპის არაერთ ტოპ კლუბს, თუმცა რეალურად, რუბინს ერთი წინადადებაც არ მიუღია. მის გაყიდვასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვართ.

ვერც იმას ვიტყვი, რომ ქართველ შემტევს დავადეთ მაღალი სატრანსფერო ფასი, რადგან ერთი რუბლიც კი არ შემოუთავაზებია არავის. ის დარჩა ყაზანში და მე მოხარული ვარ.

არასდროს ვისახავდით მიზნად ხვიჩას გაყიდვას, რადგან ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. რა იქნება მომავალში? დრო გვიჩვენებს," - განაცხადა ყაზანის რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

"ზამთარში მსგავსი თანხის სახის ტრანსფერების გარიგება თითქმის არასდროს ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია კიდევ მინიმუმ ერთი წლით ყაზანის რუბინში ითამაშებს. ამას ისიც დაემატა, რომ გუნდმა კონფერენს ლიგის ჯგუფში თამაშის უფლებაც ვერ მოიპოვა და ქართველი ვერც ევროტურნირებზე მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას.

ახლა ყველაზე მთავარია, ფეხბურთელმა დაივიწყოს რაც მოხდა და არ დაივიწყოს განვითარება. გარკვეული პრობლემები არსებობს. მაგალითად: მთელი აგვისტო კვარაცხელია ლეონიდ სლუცკის ეუბნებოდა, რომ ფეხი აწუხებდა და ცოტახნით ის დაესვენებინა, თუმცა რუსმა სპეციალისტმა მაინც ათამაშა. საბოლოოდ კი აგვისტოს მეორე ნახევარი გამოტოვა. ოფიციალური ვერსიით - ტრავმის გამო, ხოლო არაოფიციალური ვერსიით ხვიჩა კვარაცხელია დაიღალა და უარი თქვა თამაშზე, ის უდიდეს სტრესს გრძნობდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ კარიერას რუსეთიდან ევროპაში გააგრძელებდა," - წერია Championat.com-ის სტატიაში.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინს 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას რუსულ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.